საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამმართველოს უფროსი:
ზვიად ჭილაია
საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან
აქტიური ურთიერთობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადება;
გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, სამინისტროს შესაბამის
სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადება, უცხოეთიდან მიღებული
(მოძიებული) კორესპონდენციის (ინფორმაციის) შესაბამისი დამუშავება, გავრცელება და სათანადო
ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პრობაციის
ეროვნული სააგენტოს სისტემისა და მისი უფროსის ურთიერთობის კოორდინირება;
ვ) საზოგადოების ინფორმირება პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული
საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის
უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის
გამართული ფუნქციონირება;
თ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული
ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;
ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგი, ლოკალურ და
ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათ შევსება-სრულყოფა,
საქმისწარმოების ბაზების და პროგრამების ადმინისტრირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და
მათი პროგრამული უზრუნველყოფა;
კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილეებისა, სამმართველოს უფროსების,
სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის
ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი
მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.