სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო
სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი: ნინო ტყეშელაშვილი

სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: 

ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განრიდებულთა კვალიფიციური ინდივიდუალური ბიო-ფსიქოსოციალური შეფასების ორგანიზებას; 

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების შემუშავება-ადაპტირებას, განხორციელებას და მართვას; 

გ) რეაბილიტაციის სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; 

დ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზებას; 

ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას; 

ვ) რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა-ფუნქციონირებას; 

ზ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით სასჯელაღსრულების სისტემასთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობას; 

თ) საჭიროების შემთხვევაში, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; 

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას.