ადმინისტრაციული სამმართველო
ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ირაკლი გელოვანი.
ადმინისტრაციული სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა კანონმდებლობასთან; პრობაციის ეროვნული სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება;

გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;

 დ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავებას და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადება;

ე) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიება, მოზიდვა, შერჩევა, დაქირავება, ასევე მოხელეთა საკადრო რეზერვის შექმნა და მათ მიზნობრივი გამოყენება;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა;

თ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მომსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზება;

ი) თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება;
ლ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
მ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კადრების აღრიცხვა;

ნ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა;

ო) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა;

პ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;

 ჟ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა

რ) პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა;

ს) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა; 

ტ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზება;

უ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება; 

ფ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

ქ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

ღ) საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება);
ყ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

შ) პრობაციის ეროვნულ საგენტოში შემოსული „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება-დამუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;

ჩ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

ც) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;

ძ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

წ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება;

ჭ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ხ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.