ვიდეო პაემანი

2011 წელს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით,საზოგადოებასთან მსჯავრდებულის ინტენსიური კონტაქტის შენარჩუნების მიზნით, ნოვაციური პროექტი განხორციელდა. 

პატიმრობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შესაბამისად დაინერგა ვიდეოპაემანის უპრეცენდენტო სერვისი, რომლის გამოყენებით  ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ეძლევა მსჯავრდებულთან დაამყაროს  პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით დაკავშირება შესაძლებელია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებიდან - პრობაციის ბიუროებიდან. 

ამ ეტაპზე ვიდეოპაემნის სერვისი ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ახალციხის, რუსთავის, ოზურგეთისა და გორის პრობაციის ოფისებიდან, ქალთა N5 დაწესებულებაში, N8 დაწესებულებაში, N11 არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ქსნის N15 დაწესებულებაში, რუსთავის N16 და N17 დაწესებულებაში.
 

 
პროცედურული საკითხები:

 2016 წლის 13 მაისიდან ვიდეოპაემანი არის უფასო;

 ვიდეოპაემნით მსჯავრდებულთან დაკავშირება შეუძლია ნებისმიერ პირს, მხოლოდ, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში;

 ვიდეოპაემნის სერვისით სარგებლობა ერთდროულად შეუძლია 3 პირს.  ლიმიტი  არ ვრცელდება მსჯავრდებულის ახლო ნათესავ 10 წლამდე ასაკის ბავშვზე.

 არასრულწლოვნის მიერ ვიდეოპაემნის განხორციელებას უნდა ესწრებოდეს სრულწლოვანი პირი.
 
 ვიდეოპაემანით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულმა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული;

 ვიდეოპაემნით სარგებლობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ პრობაციის ბიუროს 7 სამუშაო დღით ადრე.

 განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ვიდეოპაემანში მონაწილე პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

 მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში, არაუმეტეს ერთხელ;






განმცხადებლის მონაცემები
სახელი, გვარი, მამის სახელი
პირადი №
ტელეფონის ნომერი
მისამართი რეგისტრაციის მიხედვით/ფაქტობრივი
მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი
დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული
ვიდეო პაემნის განხორციელების თარიღი
განმცხადებლის კავშირი მსჯავრდებულთან
 
რიცხვი
თვე
წელი
ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები
სახელი, გვარი, მამის სახელი
პირადი №
ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან
ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები
სახელი, გვარი, მამის სახელი
პირადი №
ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან
განმცხადებლის ელ. ფოსტა