რას ვაკეთებთ



პრობაციის ეროვნული სააგენტო, კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით, ემსახურება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია- რეაბილიტაციას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით. 

პრობაციის ეროვნული სააგენტო იცავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობას – რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის და სხვა ნიშნის განურჩევლად. 

პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებთან მუშაობს ინდივიდუალური შეფასებით გამოვლენილ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, დანაშაულის გამომწვევ ფაქტორებზე ორიენტაციით და მათთვის შეფარდებული მსჯავრის სასჯელის შესაბამისად, ძალისხმევას მიმართავს რეაბილიტაციის ხელშემშლელი სტრუქტურული/სისტემური ბარიერების დაძლევისკენ.