მიმდინარე რეფორმები
● გრძელდება პრობაციის ბიუროების და ოფისების თანამედროვე სტანდარტების, ახალი კონცეფციის შესაბამისად მოწყობა. პრობაციის რუსთავის, ოზურგეთის და გურჯაანის ოფისების რემონტი და კეთილმოწყობა განხორციელდა ახალი სტანდარტების შესაბამისად.

● მიმდინარეობს ვიდეოპაემნის სერვისის მაქსიმალურად გაფართოვება. დაგეგმილია ამ სერვისით პრობაციის ყველა ბიუროს აღჭურვა.

● საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პატიმრობის კოდექსსა და თანმდევ 18 კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც, სხვა ცვლილებებს შორის, ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელის სახით "შინაპატიმრობის" შემოღებას სრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის. აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან.

● სისტემატურად ხდება ელექტრონული ბაზების განახლება, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების სრულყოფის მიზნით. ასევე ხორცილდება სხავადახვა უწყების ელექტრონულ ბაზებთან მისი ინტეგრაცია.

● დაწყებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ–გვერდის განახლება–ადაპტირება, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

● თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რეგულარულად ტარდება სემინარები, ტრენინგები და სასწავლო კურსები.

● არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შეტანილ ცვლილებზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, პერმანენტულად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება.

● ხორციელდება პირობით მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამებისა და მოდულების შემუშავება როგორც შიდა პროფესიული კადრების, ასევე გარე ორგანიზაციების წარმომადგენლების მეშვეობით.

● მიმდინარეობს „ძალადობრივი ქცევის მართვის-გენდერული ძალადობის“ პროგრამის იმპლემენტაცია საქართველოს ორ რეგიონში – მცხეთა–მთიანეთსა და ქუთაისში.

● სისტემატურად ტარდება პრობაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.