განხორციელებული რეფორმები
• შეიქმნა პრობაციონერთა ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც ინტეგრირებულია საქართველოს სამთავრობო ქსელში;

• GPS ტექნოლოგიების გამოყენებით დაინერგა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა;  

• დაიხვეწა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნორმატიული ბაზა;

• საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე სისტემაში შეიქმნა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება;

• ევროპული სტანდარტების გათვალისწინებითა და სასჯელის ეფექტურად აღსრულების მიზნით,  გაიზარდა პრობაციის ოფიცერთა რიცხოვნება;

• მნიშვნელოვნად შემცირდა პრობაციის ოფიცერთა სააღსრულებო საქმეები;

• დაინერგა  რისკებისა და საჭიროების შეფასების, აგრეთვე სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება დასაქმებაზე შუამდგომლობა და სარეაბილიტაციო პროგრამებში პრობაციონერთა ჩართვა;

• პრობაციის ბიუროების მშენებლობა  მიმდინარეობს ახალი კონცეფციის შესაბამისად.

• პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფისები გარემონტებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი;

 • პირობით მსჯავრდებულთა რეგისტრაცია ხდება დაქტილოსკანერების (თითის ანაბეჭდების) გამოყენებით;

• დაინერგა  ვიდეოპაემნის ინოვაციური სერვისი, რომლითაც ხშირად სარგებლობენ მოქალაქეები;

• დაინერგა ონლაინ კონსულტაციის სერვისი;

• შეიქმნა პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისია;

• სააგენტოს სოცმუშაკები ინტენსიურად არიან ჩართულნი არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროცესში;

• დაინერგა სხვადასხვა რეგიონში დროებითი რეგისტრაციის გავლის წესი;

• პრობაციის ეროვნული სააგენტო წინსწრებით გაწევრიანდა პრობაციის ევროპულ ორგანიზაციაში (CEP);

• შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო; • პრობაციის რეგიონული ბიუროებისთვის კონკურსის წესით შეირჩა 33 სოციალური მუშაკი და 11 ფსიქოლოგი.

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით, დაიწყო არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის შინაპატიმრობის აღსრულება.