23 ოქტომბერი, 2018
პირობით მსჯავრდებულთა შორის 2018 წლის ჩემპიონი მინი ფეხბურთში თბილისის გუნდი გახდა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულთა შორის გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირში, რომელიც რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამარჯვება თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა, მან ფინალურ დაპირისპირებაში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისაგან დაკომპლექტებული გუნდი დაამარცხა. 

ჩემპიონსა და პრიზიორებს თასი და საჩუქრები პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა გრიგოლიამ გადასცა. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გიორგი ნემსაძემ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი. მონაწილე გუნდებს სპეციალურად ტურნირისთვის დაწესებული საჩუქრები გადასცა „ფონდი არველაძეების“ დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ. 

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ატარებს სპორტულ ღონისძიებებს, რაც პირობით მსჯავრდებულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება. 2017 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინი ფეხბურთში ქვემო ქართლის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.
ბოლო სიახლეები