9 აგვისტო, 2018
პრობაციონერებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
8 აგვისტოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებმა და გორში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, შემდეგ კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მათი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შიდა ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ყოველ წელს ტარდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელშიც პრობაციონერებიც მონაწილეობენ.
ბოლო სიახლეები