30 ივლისი, 2018
დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი მინი–ფეხბურთში პრობაციონერებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდი გახდა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, პრობაციონერებს შორის მინი–ფეხბურთის ტურნირის მორიგი ეტაპი ჩატარდა, რომელშიც დასავლეთ საქართველოს რეგიონის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 

შეჯიბრის გამარჯვებული გახდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდი, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში იმერეთის გუნდი დაამარცხა. შესაბამისად, მესამე–მეოთხე ადგილებზე გავიდნენ აჭარისა და გურიის გუნდები. 

გამარჯვებულ გუნდს თასი და სიგელები გადაეცა. სპეციალური პრიზებით ასევე დაჯილდოვდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი.  

ივნისში ანალოგიური ტურნირი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს შორის ჩატარდა. მასში გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი კი არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა დაიკავა. 

დასკვნითი ტურნირი შემოდგომაზე თბილისში გაიმართება, სადაც ფინალურ დაპირისპირებაში 2018 წლის საუკეთესო გუნდი გამოვლინდება. 

პირობით მსჯავრდებულებს შორის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ–ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, მინი-ფეხბურთში ჩემპიონატი პრობაციონერების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება.  

2017 წელს ჩემპიონები ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები გახდნენ.

 

ბოლო სიახლეები