6 ივნისი, 2018
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური უფლისციხეში
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, გორში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისათვის, უფლისციხეში ექსკურსია მოეწყო.

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა ინიციატივით, 10 პირობით მსჯავრდებული უფლისციხეს ესტუმრა. მუზეუმის გიდმა მათ დაათვალიერებინა უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი და გააცნო კლდეში ნაკვეთი ქალაქისა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალის ისტორია.

ანალოგიური შინაარსის ღონისძიება იგეგმება მომდევნო კვირაში ქალაქ თელავში, სადაც 5 სრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული თელავში მდებარე ახლად გახსნილ, ერეკლე მეორეს სახელობის სახლ-მუზეუმს დაათვალიერებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო სისტემატიურად აწყობს მსგავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც პრობაციონერებს კულტურული ღირებულებების გაცნობიერებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.
ბოლო სიახლეები