29 მაისი, 2018
შიდა ქართლში პრობაციონერები დასაქმდნენ
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით 2 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.  

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით პირობით მსჯავრდებული გ.მ. გაცემული რეკომენდაციის დახმარებით, ძიუდოს მწვრთნელად დასაქმდა. მისი ანაზღაურება თვეში 300 ლარს შეადგენს. 

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პირობით მსჯავრდებულები შ.ქ. კი მყარი ავეჯის დამამზადებელ საამქროში ხელოსნად დასაქმდა. 

რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა დასაქმებაში ხელშეწყობა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წელს სააგენტოს ხელშეწყობით 40 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
ბოლო სიახლეები