8 მაისი, 2018
პრობაციონერები დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, დმანისსა და რუსთავში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისათვის, დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში ექსკურსია მოეწყო. 

პრობაციონერებმა დმანისის ნაქალაქარში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა დაათვალიერეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს დმანისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმომავლობისა და აღმოჩენის ისტორიის შესახებ. 

პრობაციის ეროვნული სააგენტო სისტემატიურად აწყობს მსგავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც პრობაციონერებს კულტურული ღირებულებების გაცნობიერებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.
ბოლო სიახლეები