1 მაისი, 2018
შეხვედრა რაგბის ასოციაციის წევრებთან
თბილისის პრობაციის ბიუროში, არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთათვის, რაგბის ასოციაციის წევრებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე სპორტსმენები მოზარდებს ესაუბრნენ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე სპორტული პროცესები. დასასრულს, არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულები რაგბიში სავარჯიშოდ იქნენ მიწვეულნი. ამასთანავე, დაიგეგმა სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარების გუნდის შექმნა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას ისეთ შეხვედრებს, რომელიც პირობით მსჯავრდებულების რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები