27 აპრილი, 2018
შეხვედრა დავით ტურაშვილთან
თბილისის პრობაციის ბიუროში არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთათვის, მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე მწერალი მოზარდებს საკუთარ შემოქმედებაზე, წიგნისა და განათლების მნიშვნელობაზე, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს, დამსწრეთ გადაეცათ წიგნები ავტორის სამახსოვრო ხელმოწერით.

პრობაციის ეროვნული სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ხშირად მართავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანს არასრულწლოვან პრობაციონერებში კულტურული ფასეულობების პატივისცემის, განათლებისა და წიგნის მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს.
ბოლო სიახლეები