16 აპრილი, 2018
რეგიონებში პრობაციონერთა დასაქმება გრძელდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთისა და რაჭის რეგიონალური ბიუროების დახმარებით, საჩხერესა და ონში ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.

იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა პირობით მსჯავრდებულის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, ზ.ლ. პურის საცხობში, მცხობელად დასაქმდა. მისი ყოველთვიური ხელფასი 600 ლარი იქნება.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ონის ოფისში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებული გ.რ. გაცემული რეკომენდაციის დახმარებით, შ.პ.ს. „ონის კომუნალურ სამსახურში“ დასაქმდა. მისი ანაზღაურება თვეში 350 ლარს შეადგენს.

პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და დასაქმებაში ხელშეწყობა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წელს სააგენტოს ხელშეწყობით უკვე 25 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
ბოლო სიახლეები