16 აპრილი, 2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ხორვატიაში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირი საქართველოსათვის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ხორვატიაში მიმდინარე CEP-ის (ევროპის პრობაციის კონფედერაცია) ევროპის მე-11 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს 

კონფერენციის მიზანია, ელექტრონულ მონიტორინგთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. 

მხარეები ასევე, გამართავენ შეხვედრებს ელექტრონული სამაჯურებისა და სხვა თანამედროვე მონიტორნგის საშუალებების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებთან. 

კონფერენციაში მონაწილობას იღებენ ხორვატიის იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი. 

აღსანიშნავია, რომ CEP-ი კონფერენციას მომავალ წელს თბილისში გამართავს.
ბოლო სიახლეები