30 მარტი, 2018
პრობაციონერები გამწვანების აქციაში მონაწილეობენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიურომ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. თორმეტმა პირობით მსჯავრდებულმა, პრობაციის ოფიცერთან ერთად, ქალაქ კასპში არსებულ გართობისა და დასვენების სკვერში იფნის ნერგები დარგეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწყობს საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებს, რაც პრობაციონერთა რესოციალიზაციას და რეგიონებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ბოლო სიახლეები