21 მარტი, 2018
„ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულში მონაწილეობა პირობით მსჯავრდებულებმაც მიიღეს
21 მარტს, მარნეულში, მუსლიმთა დღესასწაულის, „ნოვრუზ ბაირამის “ აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობით მსჯავრდებულებმა მიიღეს.

დღესასწაულის ფარგლებში, პრობაციონერების რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, პირობით მსჯავრდებულთა მხატვრული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ბოლო სიახლეები