20 მარტი, 2018
არასრულწლოვანი პრობაციონერების ტური შსს-ს აკადემიაში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრნენ.

პროექტ ,,ერთი დღე აკადემიაში" ფარგლებში პრობაციონერებს უმასპინძლეს აკადემიის წარმომადგენლებმა, რომელებმაც დაათვალიერებინეს შსს არქივში დაცული საქართველოს თანამედროვე ისტორიის საარქივო მასალები, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ვირტუალური ტირი. ჩატარდა ლექციები პირველადი სამედიცინო დახმარების, სამგზავრო დოკუმენტებისა და კრიმინალისტიკის საკითხებზე. პრობაციონერებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ღონისძიება, მიზნად ისახავს, კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს შორის, მართლშეგნების ამაღლებასა და დანაშაულის პრევენციას.
ბოლო სიახლეები