15 მარტი, 2018
პრობაციონერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე.

იმერეთის პრობაციის ბიუროს, ტყიბულის ოფისში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე, რომელიც ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“-ს ტყიბულის ფილიალის ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე მათ მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია თემაზე „პირველადი სამედიცინო დახმარება ტრავმის დროს”.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად მონაწილეობენ სამედიცინო ხასიათის პროფილაქტიკურ და საინფორმაციო ღონისძიებაში, რაც სხვადასხვა დაავადებათა პრევენციას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები