6 მარტი, 2018
პრობაციის განახლებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში “სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრობაციის განახლებული სამუშაო ჯგუფის” შეხვედრა გაიმართა. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა გრიგოლიამ სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პრობაციის ეროვნული სააგენტოში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, სააგენტოს ძირითად მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრობაციის სისტემის შექმნა, განვითარება და სრულყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2018-2022 წლების განმავლობაში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დაგეგმილია და მიმდინარეობს მთელი რიგი ღონისძიებები.

,,ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა, წინა წლებისაგან განსხვავებით, უფრო კონკრეტული, მიზანმიმართული და ამავე დროს, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირებისათვის ადვილად გასაგები, ეფექტური განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც ზედმიწევნით განისაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია, მოცემულ პერიოდში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის განვითარებისთვის“- აღნიშნა ზაზა გრიგოლიამ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება დაეთმო პრიორიტეტებს, რომელიც გაწერილია ახალ სამოქმედო გეგმაში, საკანონმდებლო ცვლილებებს, სტრუქტურის სრულყოფასა და განვითარებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოვებას.
ბოლო სიახლეები