1 მარტი, 2018
კულტურულ–შემეცნებითი ღონისძიებები პირობით მსჯავრდებულებისათვის
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ტყიბულში მდებარე „მეშახტეთა დიდების ფონდის“ორგანიზებით, ტყიბულში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთათვის პოეზიის საღამო მოეწყო. სათნოების სახლში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმაც.

კულტურული ღონისძიება მოაწყო მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურომაც. მათ ადგილობრივი პრობაციონერები თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიიწვიეს, სადაც პრობაციონერებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ მუზეუმში დაცული ექსპონატები და გაცნობოდნენ მათი აღმოჩენის ისტორიას.

პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად მართავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანს პრობაციონერებში კულტურული ფასეულობების პატივისცემისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს.
ბოლო სიახლეები