14 თებერვალი, 2018
ზრუნვა პირობით მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იმერეთში პირობით მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიება ჩატარდა.

იმერეთის პრობაციის ბიუროს, წყალტუბოს ოფისის თანამშრომელთა ინიციატივით, ქუთაისში, სრულწლოვან პრობაციონერებს ჩაუტარდათ კიბოს სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პირობით მსჯავრდებულებისთვის სისტემატიურად ეწყობა სამედიცინო ხასიათის პროფილაქტიკური და საინფორმაციო ღონისძიებები, რაც სხვადასხვა დაავადების პრევენციას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები