12 თებერვალი, 2018
იმერეთში პრობაციონერთა დასაქმება გრძელდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ხონში პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.

იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა პირობით მსჯავრდებულის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, ა.ჩ-თვის მოძიებული იქნა სამუშაო ადგილი ავეჯის საამქროში, ხელოსნად. მისი ყოველთვიური ხელფასი 650 ლარი იქნება.

პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

2017 წელს, სააგენტოს ხელშეწყობით 108 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა, 2013 წლიდან დღემდე კი – 661.
ბოლო სიახლეები