9 თებერვალი, 2018
ტრენინგები პირობით მსჯავრდებულთათვის
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისისა და ქედის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისთვის ტრენინგ–სემინარები გაიმართა. 

აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ 5 პირობით მსჯავრდებულს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“, ორგანიზაციის ტრენერმა, ჩაუტარა ტრენინგი ,,მსჯავრდებულებისთვის კომპიუტერული ცოდნის დონის ამაღლებასა და უცხო ენის (ინგლისური) შემსწავლელი პროგრამის “ შესახებ. თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ 9 პირობით მსჯავრდებულს კი სოციალურმა მუშაკებმა ჩაუტარეს ტრენინგი „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება“ზე. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად ეწყობა, რაც დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები