2 თებერვალი, 2018
იმერეთში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იმერეთის პრობაციის ბიუროს საჩხერის და ზესტაფონის ოფისის თანამშრომელთა მხარდაჭერით, პირობით მსჯავრდებულები, ბ.ლ და ფ.მ. დასაქმდნენ.

იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა ორივე მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პირობით მსჯავრდებული ბ.ლ. შ.პ.ს. საჩხერის ”კეთილმოწყობის სამსახურში” დასუფთავების მანქანის მტვირთავად დასაქმდა. იგი ყოველთვიურად, საშუალოდ, 350 ლარს გამოიმუშავებს. ზესტაფონის შ.პ.ს. ”მეტალოლამში” ელექტროშემდუღებელად დასაქმდა პირობით მსჯავრდებული ფ.მ. მისი ყოველთვიური ხელფასი 450 ლარი იქნება. 

პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2017 წელს, სააგენტოს ხელშეწყობით, 108 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
ბოლო სიახლეები