25 იანვარი, 2018
ღონისძიებები პირობით მსჯავრდებულთა მონაწილეობით
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წყალტუბოში, ბოლნისსა და ყვარელში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულთა მონაწილეობით, საზოგადოებისათვის სასარგებლო აქციები ჩატარდა.

იმერეთის პრობაციის ბიუროს წყალტუბოს ოფისში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ წყალტუბოში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მშენებლობასა და ეზოს დასუფთავებაში, ქვემო ქართლელმა პრობაციონერებმა ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის მიმდებარე ტერიტორია და სკვერი მოაწესრიგეს, ყვარლელმა პირობით მსჯავრდებულებმა კი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის ბინადრებისთვის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი შეშა დაჩეხეს და დაასაწყობეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწყობს ღონისძიებებს, რაც პრობაციონერთა რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.
ბოლო სიახლეები