16 იანვარი, 2018
პრობაციონერები დონაციის აქციაში მონაწილეობენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იმერეთის პრობაციის ბიუროს სამტრედიის ოფისში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა მონაწილეობა მიიღეს სისხლის უსასყიდლოდ, ნებაყოფლობით, დონაციის აქციაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანი იყო ქვეყანაში არსებული სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება და ამ გზით რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლის გადარჩენის ხელშეწყობა.

დონაციის აქცია პრობაციის სამტრედიის ოფისში სპეციალურად მისული სისხლის ბანკის სპეციალისტების დახმარებით გაიმართა და მასში 10–მდე დონორი ჩაერთო.  

პროცედურის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულებს მიეცათ საშუალება, მიეღოთ ინფორმაცია ინფექციურ (A,B,C ჰეპატიტი და აივ ინფექცია) დაავადებებზე.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პირობით მსჯავრდებულებისთვის სისტემატიურად ეწყობა სამედიცინო ხასიათის პროფილაქტიკური და საინფორმაციო ღონისძიებები, რაც სხვადასხვა დაავადების პრევენციას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები