14 დეკემბერი, 2017
კულტურული ღონისძიებები პირობით მსჯავრდებულთათვის
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები და განრიდებულები ფონდ „სოხუმის“ ბაზაზე არსებული „ფორუმ თეატრის“ წარმოდგენას დაესწრნენ, ხოლო ცაგერელმა პრობაციონერებმა სურათების გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერეს. 

„ფორუმ თეატრის“ დადგმული სპექტაკლი შეეხება მოზარდი თაობის პრობლემატიკას, აზარტული თამაშებსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სირთულეებს, ოჯახში და სკოლაში ძალადობის საკითხებს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის მიმდინარეობისას საკუთარი პოზიცია გამოხატეს: პრობაციის ბიუროს სოციალურმა მუშაკმა, პრობაციონერებმა და თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა. 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ინიციატივით, ცაგერის სურათების გალერეას სტუმრობდა რვა პირობით მსჯავრდებული, რომლებიც გამოფენაზე წარმოდგენილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს გაეცნენ. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული კულტურული ღონიძიებები მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა შორის დანაშაულის პრევენციას და მათ რესოციალიზაციას.
ბოლო სიახლეები