7 დეკემბერი, 2017
საინფორმაციო შეხვედრები სამართლებრივ საკითხებზე პრობაციონერთა მონაწილეობით
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მარნეულელი და ყვარლელი პირობით მსჯავრდებულებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლებრივ თემებზე, საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის ოფისში შეკრებილ პრობაციონერებს სახალხო დამცველის ადგილობრივი წარმომადგენლები შეხვდნენ. ინტერაქციულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მნიშვნელობასა და ამ დოკუმენტის ძირითად პუნქტებს. შეხვედრის დასასრულს, პირობით მსჯავრდებულებს, მათი უფლებების შესახებ, ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო ბროშურები დაურიგდა. 

სამართლებრივ საკითხებზე იურისტებთან კონსულტაციები გაიარეს ყვარლელმა პრობაციონერებმა. ღონისძიებაში მონაწილე პირობით მსჯავრდებულებმა, მათ სამართლებრივ სტატუსთან, განაჩენით დადგენილ ვალდებულებებთან, კანონით გათვალისწინებულ უფლებებთან და სხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, იურისტებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, პირობით მსჯავრდებულთა შორის დანაშაულის პრევენციას და მათ რესოციალიზაციას.
ბოლო სიახლეები