1 დეკემბერი, 2017
ჰუმანიტარული აქციები პირობით მსჯავრდებულთა მონაწილეობით
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის, ქვემო ქართლისა და კახეთის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს, აგრეთვე სოციალური და სათნოების სახლების ბენეფიციარებს დაეხმარნენ.

ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებმა, პრობაციის ოფიცერთან ერთად, თეთრწყაროში მცხოვრებ მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს შეშის დაჩეხვასა და მის დაბინავებაში დახმარება გაუწიეს.

ახმეტის სოციალურ სახლისა და თბილისში არსებული სათნოების სახლ „კათარზისის“ პერსონალს კი პრობაციონერები ბენეფიციარებისთვის საკვების მიწოდებასა და დაწესებულებების დალაგებაში დაეხმარნენ. 

მსგავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობა პირობით მსჯავრდებულებს კეთილი საქმის კეთების ჩვევას უყალიბებს და რესოციალიზაციაში ეხმარება.
ბოლო სიახლეები