29 ნოემბერი, 2017
წყალტუბოელი პრობაციონერები ქალაქის გალამაზებაში მონაწილეობენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, წყალტუბოელმა პირობით მსჯავრდებულებმა მშობლიურ ქალაქში ჩატარებულ საზოგადოებისათვის სასარგებლო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.  

სამმა პრობაციონერმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამოცდაათამდე ძირი ნაძვისა და ვერხვის ხე დარგო, ოთხი პრობაციონერი კი დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა. მათ წყალტუბოს ცენტრალური პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

პრობაციის ეროვნული სააგენტო, პერიოდულად, აწყობს დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა, საზოგადოებრივად სასარგებლო აქციებს, რაც გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, პრობაციონერების რესოციალიზაციას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები