24 ნოემბერი, 2017
პირობით მსჯავრდებულს გიორგობის დღესასწაული მიულოცეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, ბიუროს თანამშრომლები მატერიალურად გაჭირვებული პირობით მსჯავრდებულის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის მცხოვრები რ.ა–ს ოჯახს ეწვივნენ, გიორგობის დღესასწაული მიულოცეს და სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად უკეთებს ორგანიზებას პირობით მსჯავრდებულთა მხარდამჭერ ღონისძიებებს, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაში ეხმარება.
ბოლო სიახლეები