21 ნოემბერი, 2017
ზრუნვა პირობით მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისთვის ხელშეწყობაზე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იმერეთსა და გურიაში პირობით მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიებები ჩატარდა. 

იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა ქ. წყალტუბოში არსებულ თერმული წყლის სასარგებლო თვისებებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ექიმის კონსულტაციით ისარგებლეს. მათ, ასევე, მიეცათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, თერმული წყლის პროცედურების უფასო კურსი გაიარონ. 

გურიის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთის ოფისში ოცამდე პირობით მსჯავრდებულს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფენიქსი 2009“-ის წარმომადგენლების მიერ, ნებაყოფლობით ჩაუტარდა სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები A,B,C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პირობით მსჯავრდებულებისთვის სისტემატიურად ეწყობა სამედიცინო ხასიათის პროფილაქტიკური და საინფორმაციო ღონისძიებები, რაც სხვადასხვა დაავადების პრევენციას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
ბოლო სიახლეები