16 ნოემბერი, 2017
პრობაციის ეროვნულის სააგენტოს უფროსი ევროპის პრობაციის კონფედერაციის (CEP) კონფერენციას ესწრება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნულის სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მოადგილესთან, ირაკლი ჭითანავასთან ერთად, ბრიუსელში (ბელგია) მიმდინარე ევროპის პრობაციის კონფედერაციის (CEP) სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების პრობაციის უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებიან. კონფერენციის მუშაობას უძღვება ევროპის პრობაციის კონფედერაციის პრეზიდენტი ჯერი მაკნილი. 

ღონისძიების დღის წესრიგის მთავარი საკითხია ,,საზოგადოებრივი ფასეულობები და მისი დანერგვის სტრატეგია სახელმწიფო უწყებებში“.

„ასეთ მნიშვნელოვან ფორუმებში მონაწილეობა და პრობაციის ევროპულ სისტემებში დანერგილი სიახლეების გაცნობა გვეხმარება ჩვენი ფუნქციების უკეთ შესრულებაში და ჩვენს წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით გადაჭრაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომავალშიც არაერთი წარმატებული ინიციატივითა და ნოვაციით წარმოჩინდება. ამაში კი, ის მჭიდრო კონტაქტებიც დაგვეხმარება, რომლებიც ჩვენს უწყებასა და პრობაციის ევროპულ კონფედერაციას შორის ჩამოყალიბდა“, – აცხადებს ზაზა გრიგოლია.

პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის პრობაციის კონფედერაციასთან, რაც ქართულ მხარეს ეხმარება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში, აგრეთვე ევროპული სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.
ბოლო სიახლეები