6 ოქტომბერი, 2017
პირობით მსჯავრდებულები მრავალშვილიან ოჯახს რთველში დაეხმარნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, 10 პირობით მსჯავრდებულთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, ზურაბ მეზვრიშვილის ოჯახს ყურძნის მოსავლის აღებასა და მის დაბინავებაში დაეხმარნენ.

მათ მეზვრიშვილის ვენახში 2 ტონამდე ყურძენი დაკრიფეს, მისი ნაწილი დაწურეს, ნაწილი კი ღვინის ქარხანაში ჩააბარეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად უწევენ დახმარებას მოსახლეობას მოსავლის აღებასა და სხვა სამეურნეო საქმიანობაში. მსგავს ჰუმანიტარულ აქციებში პრობაციონერთა ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას.
ბოლო სიახლეები