29 სექტემბერი, 2017
დასუფთავების სამუშაოები პრობაციონერთა მონაწილეობით
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლსა და კახეთის ბიუროების ორგანიზებით ,პირობით მსჯავრდებულებმა საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პრობაციონერებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობდნენ, კახეთში კი ხუთმა პირობით მსჯავრდებულმა ლაგოდეხის ტერიტორიაზე მდებარე ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწყობს საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებს, რაც პრობაციონერთა რესოციალიზაციას და რეგიონებში გარემოს დასუფთავებას ისახავს მიზნად.
ბოლო სიახლეები