13 სექტემბერი, 2017
ბათუმში პრობაციონერები ბულვარის დასუფთავებაში მონაწილეობენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა ბათუმის ბულვარის მოწესრიგებაში დახმარება გაუწიეს ბულვარში მომუშავე პერსონალს. ისინი მონაწილეობდნენ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდით სამუშაოებში.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწყობს საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებს, რაც პრობაციონერთა რესოციალიზაციას და რეგიონებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ბოლო სიახლეები