5 სექტემბერი, 2017
შიდა ქართლში პრობაციონერები დასაქმდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, შიდა ქართლში 3 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. 

შიდა ქართლის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკონემდაციების შედეგად, პირობით მსჯავრდებულები ზ.ზ. და გ.შ. ატენის სიონის მამათა მონასტრის აღდგენით სამუშაოებზე დასაქმდნენ და მათი ანაზღაურება დღეში, საშუალოდ, 30-40 ლარს შეადგენს. ხაშურში კი პირობით მსჯავრდებულმა თ.ლ–მა შპს ,,ტყუპები’’-ს ავეჯის საამქროში მუშად დაიწყო მუშაობა, მისი შემოსავალი თვეში 600 ლარია. 

პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2017 წელს, სააგენტოს ძალისხმევით, უკვე 73 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. 2013 წლიდან დღემდე კი 622 პრობაციონერია დასაქმებული.
ბოლო სიახლეები