23 აგვისტო, 2017
დახმარება სოციალურად დაუცველ პრობაციონერთა ოჯახებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პრობაციონერმა ლ. შ-მ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა, სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებულების დახმარების სურვილი გამოთქვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუროში შეირჩა რვა სოციალურად დაუცველი, მათ შორის – რამდენიმე მრავალშვილიანი პრობაციონერი, რომელთაგან თითოეულს საჩუქრად 50 კილოგრამი კარტოფილი გადაეცა. ლ.შ აპირებს, დასაქმების მსურველ რამდენიმე პირობით მსჯავრდებულს შრომით საქმიანობაში დაეხმაროს და ისინი თავის მეურნეობაში დაასაქმოს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულთა დასახმარებლად ხშირად უკეთებს ორგანიზებას საქველმოქმედო აქციებს და ეხმარება პრობაციონერებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ბოლო სიახლეები