16 აგვისტო, 2017
იმერეთში პრობაციონერთა დასაქმება გრძელდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ჭიათურასა და სამტრედიაში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ. მათ სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდათ.

იმერეთის პრობაციის ბიუროს ინიციატივით, რ.ბ-თვის მოძიებული იქნა სამუშაო ადგილი ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრში, მეეზოვედ. მისი ყოველთვიური ხელფასი 380 ლარი იქნება. პირობით მსჯავრდებული შ.ს კი სამტრედიის ავტო სამრეცხაოში დამხმარე მუშად დასაქმდა. მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 300 ლარია.

პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარე წლის განმავლობაში, სააგენტოს ძალისხმევით, უკვე 66 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. 2013 წლიდან დღემდე კი 615 პრობაციონერია დასაქმებული.
ბოლო სიახლეები