ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო
ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი: ამირან ასათიანი


ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო- ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართული ფუნქციონირება;
გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგი, ლოკალურ და ცენტრალიზებული ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათი შევსება-სრულყოფა, საქმისწარმოების ბაზების და პროგრამების ადმინისტრირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი პროგრამული უზრუნველყოფა;
ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრის ფუნქციონურების უზრუნველყოფა;
ვ) ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ადმინისტრირება და ამ სისტემაში ასახული შეტყობინების გადამისამართება შესაბამისი პრობაციის ბიუროებისათვის;
ზ) ვიდეოპაემნის სერვისის ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება;
ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება;
კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მომუშავე თანამშრომელთა სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
ლ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, პროგრამული საშუალებების პერიოდული მონიტორინგი;