September 27, 2018
პირობით მსჯავრდებულები კახელ გლეხს რთველში დაეხმარნენ
პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლები, 15 პირობით მსჯავრდებულთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ 72 წლის ბიჭიკო ნასყიდაშვილს ყურძნის მოსავლის აღებასა და მის დაბინავებაში დაეხმარნენ. მათ ნასყიდაშვილის ვენახში 2 ტონამდე ყურძენი დაკრიფეს, მისი ნაწილი დაწურეს, ნაწილი კი ღვინის ქარხანაში ჩააბარეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად უწევენ დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღებასა და სხვა სამეურნეო საქმიანობაში. მსგავს აქციებში მონაწილეობა ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას.
Recent News